вторник, 10 июня 2014 г.

პროექტის სახელწოდება:მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან და გაიღრმავებენ ცოდნას მონაცემთა ანალიზსა და სტატისტიკაში,  ამავდროულად ამ მუშაობაში  მოსწავლეები უფრო დახელოვდებიან ტექნოლოგიების  გამოყენების, საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და მათი სათანადო ფორმით წარმოდგენაში.

პროექტის აქტუალობა:ეს პროექტი მოსწავლეს საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ გაიაზროს და შეაფასოს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მათემატიკის მნიშვნელოვანი როლი დასახული მიზნების რეალიზაციის პროცესში.
პროექტის მიზნები: მოსწავლე გაიწაფოს სტატისტიკური მონაცემების მოწესრიგებაში, შესრულებული სამუშაოს მიხედვით მონაცემების შესაფასებლად მახასიათებლების შერჩევაში. განუვითარდეს დიაგრამის წაკითხვის , მათი საშუალებებით დასკვნების,შეფასებების გაკეთების უნარი,თავად შესძლოს დიაგრამის აგებადიაგრამებით მონაცემების შედარება.
მონაწილეთა ასაკი: 15 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; შეიქმნება შერჩეულ სახელმძღვანელოში წინადადების სიგრძეთა სიხშირეთა ხრილი. შეიქმნება ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური მონაცემებისა და პირველადი ანალიზის ანგარიში. შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები; შეიქმნება ანგარიში;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ და დაამუშაონ, შემდეგი თემები: მონაცემთა მოპოვება და დაჯგუფება, მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები, მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები, საშუალო კვადრატული გადახრა.სფერო-სპორტი.ამით უკეთ გაეცნობიან სპორტულ სამყაროს და უფრო მეტად უქომაგებენ ქვეყნის წამყვან სპორტულ გუნდებს. შემდეგ მოხდება აზრების შეჯერება და ამ თემებზე შეიქმნება პრეზენტაციის ფაილები. მოსწავლეთა ნაწილს დაევალება გამოკითხონ მოსწავლეები, თუ რომელი სახელმძღვანელო არის უფრო მათთვის საინტერესო, ამ სახელმძღვანელოებში შეირჩევა თითო ერთნაირად დატვირთული ფურცელი, რომელზეც შეადგენენ წინადადების სიგრძეთა სიხშირეთა ცხრილს. (გამოიყენებენ დაჯგუფების ხერხს, ააგებენ ჰისტოგრამებს), მოსწავლეთა მეორე ნაწილს დაევალება შეისწავლონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2012 წელს მონაწილე აბიტურიენტების რაოდენობა საგნების მიხედვით, მიღებული საშუალო და მაქსიმალური ქულა, შექმნან შესაბამისი წრიული დიაგრამები, ქულების მიხედვით სიხშირეთა განაწილება, ჩარიცხულთა სია. შეადარონ სხვადასხვა ფაკულტეტებზე ჩარიცხულ სტუდენტთა  საშუალო შეფასებები ზოგად უნარებში. როგორ გაანაწილებენ გრანტს მხოლოდ იმ სტუდენტებს შორის, ვინც მათემატიკას აბარებდა, მათემატიკის გამოცდაზე მიღებული ქულების მიხედვით.  ყოველ ამ თემაზე მოსწავლეებმა უნდა შექმნან საპრეზენტაციო ფაილები. მომზადდება დასკვნები და მოხდება აზრთა შეჯერება. შემდეგ მოსწავლეები ერთობლივად დაიწყებენ  პროექტის ანგარიშის შექმნასა და რედაქტირებას. მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, რომელზეც განთავსდება მათ მიერ შექმნილი და დამუშავებული ინფორმაცია. პროექტის დასასრულს მოსწავლეები პროექტის ანგარიშს და თვითშეფასებას წარუდგენენ სკოლის სხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, მათემატიკა;
პროექტის ხელმძღვანელი:  
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  marinabas7777@gmail.com
პროექტის ბლოგი:   http://meore-marinabasiladze.blogspot.com/


Комментариев нет:

Отправить комментарий